ბენიტესი „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაზე - ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს #1TVSPORT
„რეალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ხვალ, 6 აპრილს, მადრიდში გაიმართება.
„ჩემი აზრით, ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს. ორივე გუნდი შესანიშნავია, – მიაჩნია რაფაელ ბენიტესს. – „ლივერპული“ სწრაფ თამაშს, „რეალი“ კი ბურთის გაკონტროლებას შეეცდება. გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც საკუთარ ტემპს დაიჭერს.
„ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში“ უმაყურებლობა ხელს უფრო მადრიდელებს აძლევს, რადგან მერსისაიდელებისთვის „ენფილდის“ ატმოსფერო ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ევროთასების მატჩებში“, – აცხადებს ორივე კლუბის ყოფილი დამრიგებელი.