კლოპი „არსენალის“ დამარცხებაზე - ლონდონელების პრესინგს სწორი ტაქტიკით ვუპასუხეთ #1TVSPORT
კლოპი „არსენალის“ დამარცხებაზე - ლონდონელების პრესინგს სწორი ტაქტიკით ვუპასუხეთ #1TVSPORT

პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპული“ „არსენალს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 0:3. მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებაში მთავარი როლი ლონდონელთა პრესინგის წინააღმდეგ სწორმა ტაქტიკამ ითამაშა. 

„შესანიშნავი თამაში იყო. ჩვენ მეტოქის პრესინგს სწორი თამაშითა და ტაქტიკით ვპასუხობდით, – განაცხადა ლივერპულელების გერმანელმა დამრიგებელმა. – ნამდვილად კმაყოფილი ვარ თამაშით და სამი ქულის მოპოვებით, განსაკუთრებით.

ჩვენ არ ვუყურებთ „ჩელსის“ „ვესტ ჰემსა“ და სხვა კლუბებს. ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და მომდევნო მატჩებშიც გამარჯვებას მივაღწიოთ“.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ დიდი უპირატესობით, 74 ქულით ლიდერობს, „ლივერპული“ კი 49 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. მერსისაიდელები „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდნენ და მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.