ბენინის 20-წლამდელთა ნაკრებიდან საქართველოში - „გაგრა“ სატრანსფერო პრიორიტეტს ცვლის #1TVSPORT
ბენინის 20-წლამდელთა ნაკრებიდან საქართველოში - „გაგრა“ სატრანსფერო პრიორიტეტს ცვლის #1TVSPORT

„გაგრას“ სატრანსფერო პოლიტიკა იცვლება და ამიერიდან გუნდი ორიენტირებული უცხოურ ტრანსფერებზე იქნება – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

„გაგრას“ ახალი საკადრო პოლიტიკის შესახებ გენერალურმა მენეჯერმა ლევან მეტრეველმა ისაუბრა.

„კლუბი მეტად ორიენტირებული იქნება ტრანსფერებზე. როცა ფეხბურთელს ვარჩევთ, უმთავრესი კრიტერიუმი არის, რომ შემდგომში ეს ფეხბურთელი ევროპულ კლუბებში გავუშვით“, – ამბობს ლევან მეტრეველი.

მან სატრანსფერო სიახლეებზეც გააკეთა კომენტარი:

„აფრიკიდან ჩამოვიყვანეთ ბენინის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები. საინტერესო მოთამაშეები არიან. ისინი კლუბში სინჯებზე იმყოფებიან. დღეისთვის, ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო, რომ საყრდენი ნახევარმცველი ტამიმუ ოუ ოროუ „გაგრას“ ფეხბურთელია. მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ“.

ლევან მეტრეველის ცნობით, კლუბს ტრანსფერებში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლაშა ჯაკობია დაეხმარა:

„დავუკავშირდით ცნობილ საფეხბურთო აგენტ ლაშა ჯაკობიას, რომელმაც ეს ფეხბურთელები შემოგვთავაზა. მათი ჩამოყვანა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა“.