ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება
ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება. კორუფციის საქმეს იერუსალიმის სასამართლო განიხილავს. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო გადაიდო.

გასულ კვირას ამოიწურა ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა გამოსცა სასამართლოებისთვის, როდესაც „ჰამასთან“ ომი დაიწყო. სასამართლოების უმეტესობას დაევალა ნორმალური ფუნქციონირების განახლება.

როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუ ამჟამად გათავისუფლებულია სხდომებზე დასწრებისგან, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე თვეში ჩვენების მისაცემად გამოიძახონ. ნეთანიაჰუს წაყენებული აქვს ქრთამის აღების, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებები. თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი დანაშაულს უარყოფს.