ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთში ვიზიტი გადაიდო
ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთში ვიზიტი გადაიდო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 21 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელელ დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ორივე მხარის თანხმობით მოხდა. ჯერჯერობით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის ოფიციალური თარიღი არ სახელდება.

ვიზიტის გადადების მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება. საერთაშორისო მედიის ვერსიით კი, მიზეზი პოლიტიკური სიტუაციაა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 თებერვალს ნეთანიაჰუს ისრაელის პოლიტიკურ ძალებთან აქვს შეხვედრა დანიშნული.