ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ - ისრაელი არ არის ბანანის რესპუბლიკა, სენატორ შუმერისგან მოელიან, რომ პატივს სცემს ისრაელის არჩეულ მთავრობას, განსაკუთრებით ომის დროს
ისრაელი არ არის ბანანის რესპუბლიკა, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის მოწოდებას ისრაელში არჩევნების ჩატარების შესახებ.
„ისრაელი არის დამოუკიდებელი და ამაყი დემოკრატია, რომელმაც აირჩია პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, და არა – ბანანის რესპუბლიკა. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ წარმართავს გადამწყვეტ პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს ხალხის დიდი უმრავლესობა. შუმერის სიტყვების საპირისპიროდ, ისრაელის საზოგადოება მხარს უჭერს „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას და ეწინააღმდეგება პალესტინის ხელისუფლების დაბრუნებას ღაზაში. სენატორ შუმერისგან მოელიან, რომ პატივს სცემს ისრაელის არჩეულ მთავრობას. ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტად – ომის დროს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.