ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „არ დაიწყება“, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს.

„პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალებს მიუთითა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც 08:30 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი არ მიიღებს გასათავისუფლებელი მძევლების სიას, რომლის მიწოდებაც „ჰამასს“ აქვს ნაკისრი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გავრცელდა.

„ჰამასმა“ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კვლავ ერთგულია შეთანხმების და სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა.

„„ჰამასი“ ადასტურებს თავის ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიმართ და აღნიშნავს, რომ პირველ ჯგუფში გასათავისუფლებელი პირების სახელების მიწოდების დაგვიანება გამოწვეულია ადგილზე არსებული ტექნიკური მიზეზებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.