ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯერ სამხედროებს მისცა ღაზაში დარტყმების ბრძანება და შემდეგ აცნობა აშშ-ს
ისრაელმა აშშ-ს ღაზაში დარტყმების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ აცნობა, – ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიიღო დარტყმების გადაწყვეტილება, მისცა სამხედროებს მისი განხორციელების ბრძანება და შემდეგ აცნობა შეერთებულ შტატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა კი „თაიმს ოფ ისრაელს“ განუცხადეს, რომ გადაწყვეტილების შესახებ დარტყმების განხორციელებამდე იცოდნენ.
ამასთან, როგორც ისრაელელმა ანონიმურმა წყარომ მედიას განუცხადა, დარტყმებამდე „მიმდინარეობდა ამერიკელებთან მოლაპარაკებები როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე“.