ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ
ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. სარა ნეთანიაჰუ რესტორნიდან საჭმელს ბიუჯეტის ფულით უკვეთავდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მან ხაზინაში 14 000 ევრო უნდა დააბრუნოს. შესაბამის ვალდებულების შემცველი საპროცესო გარიგება სარა ნეთანიაჰუსა და ისრაელის გენერალურ პროკურატურას შორის 12 ივნისს გაფორმდა.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ 2010-2013 წლებში რამდენიმე რესტორანს ძვირადღირებული კერძი არაერთხელ შეუკვეთა. სულ საჭმლის გამოძახებაში პრემიერის მეუღლემ 43 ათასი ევრო დახარჯა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყავს საკუთარი შეფმზარეული. სარა ნეთანიაჰუმ ფული ბიუჯეტიდან გადაიხადა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ სარა ნეთანიაჰუმ პრემიერ-მინისტრის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა და თანხის გადახდა დაავალა.

თავად სარა ნეთანიაჰუ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ძვირადღირებულ კერძებს კანცელარიის თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით უკვეთავდნენ.