ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქემ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქემ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქემ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ცენტრისტული ბლოკ „ლურჯი და თეთრის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ.

ისრაელის გენშტაბის ყოფილი მეთაურის, ბენი განცისა და ფინანსთა ექსმინისტრ იარ ლაპიდის თქმით, ისინი დამარცხებას აღიარებენ. ამასთან, განცმა განაცხადა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და ახლა სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების დროა.

თავის მხრივ, ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „გასაოცარ წარმატებას“ მიაღწია. ამ დროისათვის ბიულეტენების 99 პროცენტი უკვე დათვლილია. შედეგად, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და ბლოკი „ლურჯი და თეთრი “ 30-30%-ს იღებენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ქნესეთში 35 დეპუტატი ეყოლება, თუმცა არჩევნებამდე პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ნეთანიაჰუს პარტია 120-იდან სავარაუდოდ, 65 მანდატს მიიღებს.

არჩევნების საბოლოო შედეგები 11 აპრილს გახდება ცნობილი.