ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის არის ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გენოციდად აღიარა XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის არის ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გენოციდად აღიარა XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა

ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიარა. ამის შესახებ მან ამერიკელი ბიზნესმენისა და პოდკასტერის, პატრიკ ბეთ-დევიდთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ უწოდებია ამ დრომდე ისრაელის მთავრობის არცერთ ხელმძღვანელს გენოციდი სომეხთა წინააღმდეგ ოსმალეთის მიერ ჩადენილი მკვლელობებისთვის, ნეთანიაჰუმ უპასუხა:

„დიახ, მე ახლა სწორედ ეს გავაკეთე. წერტილი“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები თურქეთმა დაგმო.

„ნეთანიაჰუ, რომელსაც ბრალად ედება პალესტინელი ხალხის გენოციდში მონაწილეობა, ცდილობს, დამალოს ის დანაშაულები, რომლებიც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინეს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელი თავს იკავებდა 1915-1916 წლების მოვლენების გენოციდად აღიარებისგან. ქნესეთში ამ საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა იყო წამოყენებული, თუმცა არცერთი მათგანი არ დასრულებულა ოფიციალური კენჭისყრით. ისრაელის თავშეკავების მიზეზად თურქეთთან ფრთხილი ურთიერთობები ითვლებოდა.