ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინს მრავალმხრივი ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომლის ამოცანა სირიიდან გარე ძალების გაყვანა იქნება
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინს მრავალმხრივი ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომლის ამოცანა სირიიდან გარე ძალების გაყვანა იქნება

ისრაელმა და რუსეთმა ურთიერთობებში არსებული კრიზისი გადალახეს, რაც სირიაში რუსეთის „ილ 20“-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას უკავშირდებოდა – ამის შესახებ რუსული მედია ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს.

მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და სირიაში მყოფი ირანული სამხედრო კონტიგენტი იყო.

ნეთანიაჰუმ პუტინს უთხრა, რომ ისრაელი სირიაში ირანის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, თუმცა ამავდროულად, რუსეთთან კონფლიქტის არიდების მექანიზმს შეინარჩუნებს.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტს მრავალმხრივი ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომლის ამოცანა სირიიდან ყველა გარე ძალის გაყვანა იქნება.