ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და ისრაელის პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და ისრაელის პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს მანდატი დაუბრუნა.

სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეუჩერებლად მუშაობდა „ვრცელი ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებისთვის“, რომელიც კოალიციაში მოიაზრებდა მისი პარტია „ლიკუდის“ რელიგიურ მოკავშირეებს და მეტოქე „ლურჯ და თეთრ პარტიას“.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ბენი განცმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარი განაცხადა. ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას ამჯერად ბენი განცს დაავალებს. პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება.