ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულები ადამიანებისთვის სისხლი ჩააბარა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულები ადამიანებისთვის სისხლი ჩააბარა. ამის ამსახველი ფოტომასალა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 150-ზე მეტი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რელიგიურ ღონისძიებაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
ნეთანიაჰუმ 2 მაისი ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადა.
תורם דם כעת בבית החולים שערי צדק לפצועי האסון בהר מירון. תודה לרבים מאזרחי ישראל שתרמו היום דם. ברגעי מבחן העם שלנו מתלכד וגם היום.
אני אעשה הכל, וממשלת ישראל תעשה הכל, לעזור למשפחות הנספים. נעזור לכם להשתקם בכל דרך שנתונה בידינו! pic.twitter.com/cKOCE11G9r
— Benjamin Netanyahu (@netanyahu) April 30, 2021