ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯიმი მორალესს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯიმი მორალესს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გვატემალის პრეზიდენტ ჯიმი მორალესს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნ​​ეთანიაჰუ და მორალესი ერთმანეთს ვაშინგტონში, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის ყოველწლიურ შეკრებაზე შეხვდნენ, სადაც ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვა.

გასული წლის დეკემბერში მორალესმა განაცხადა, რომ გვატემალის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაჰქონდა. მისი ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. ამ აღიარებამ თავდაყირა დააყენა წლების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ და არაბული სამყაროსა და დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია.