ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში ისრაელისთვის გაწეული დახმარების გამო მადლობა გადაუხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპზეც ისაუბრა.
ნეთანიაჰუმ გაიხსენა ექსპრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმა და თქვა, რომ დემოკრატიებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
ნეთანიაჰუმ ტრამპს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ისრაელისთვის გაწეული დახმარების გამო მადლობა გადაუხადა. მან ასევე, გაიხსენა ტრამპის პრეზიდენტობის დროს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა.