ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ჯეი დი ვენსმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებაზე მუშაობა განიხილეს.
წყაროს ცნობით, საუბრის მთავარ თემას შესაძლო შეთანხმების კომპონენტები წარმოადგენდა.