ბენიამინ ნეთანიაჰუ - ყველას, მათ შორის მეც, მოგვიწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ყველას, მათ შორის მეც, მოგვიწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება

ყველას, მათ შორის მეც, მოგვიწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ სახელმწიფოს მომავალზე. ახლა ჩემი ვალია, მივიყვანო ისრაელის სახელმწიფო და ხალხი ჩვენი მტრების გამანადგურებელ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.

„„ჰამასის“ ყველა წევრი მოსიარულე მკვდრები არიან. გალანტთან, განცთან, შტაბის უფროსთან და უსაფრთხოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ გამარჯვებამდე, პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ჩვენ გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ვემზადებით სახმელეთო შეტევისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მსოფლიოს ესმის, რომ ისრაელის ბრძოლა მათი ბრძოლაც არის, ეს არის სინათლის ბრძოლა სიბნელის წინააღმდეგ.