ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპი და მე ვთანხმდებით, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპი და მე ვთანხმდებით, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება

დონალდ ტრამპი და მე სრულიად ვთანხმდებით, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნეთანიაჰუ ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

სამ ათწლეულზე მეტია, რაც ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული პროგრამების წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლას ხელმძღვანელობს.

„ამ ბრძოლის გარეშე, ირანს დიდი ხნის წინ ექნებოდა ბირთვული ბომბები ისრაელის გასანადგურებლად. ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს და მე ჩემი ცხოვრება მათთვის ამის გაკეთებაში ხელის შეშლას მივუძღვენი. ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.