ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა „ფლაიდუბაის“ რეისზე მყოფ მგზავრს, რომელიც პილოტებს შორის დაპირისპირების შეჩერებაში მონაწილეობდა – „გხედავ და ლომს ვხედავ, დიდ გმირს“

22:04, 30.09.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა   „ფლაიდუბაის“ რეისზე მყოფ მგზავრს, რომელიც პილოტს შორის დაპირისპირების შეჩერებაში მონაწილეობდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნეთანიაჰუმ მას „გმირი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი „ლომების ერია“.

„გხედავ და ლომს ვხედავ, დიდ გმირს“, – უთხრა ნეთანიაჰუმ მამაკაცს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დუბაიდან თელ ავივისკენ მიმავალ რეისზე პილოტი მეორე პილოტმა დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

მსგავსი