ბენიამინ ნეთანიაჰუ - როდესაც საქმე ეხება „ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკას, დიახ, არის უთანხმოება და ვიმედოვნებ, რომ აშშ-თან აქაც შეთანხმებას მივაღწევთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - როდესაც საქმე ეხება „ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკას, დიახ, არის უთანხმოება და ვიმედოვნებ, რომ აშშ-თან აქაც შეთანხმებას მივაღწევთ

აშშ-სა და ისრაელს ღაზის ომის შემდგომ პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებები აქვთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად აშშ-ისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

„მე ძალიან ვაფასებ ამერიკის მხარდაჭერას „ჰამასის“ განადგურებისა და ჩვენი მძევლების დაბრუნების საქმეში. პრეზიდენტ ბაიდენთან ინტენსიური დიალოგის შემდეგ ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციისთვის და ომის დასრულებისთვის საერთაშორისო ზეწოლის შესაჩერებლად. როდესაც საქმე ეხება „ჰამასის“ ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკას, დიახ, არის უთანხმოება და ვიმედოვნებ, რომ აქაც შეთანხმებას მივაღწევთ. მინდა, განვმარტო ჩემი პოზიცია: არ მივცემ ნებას ისრაელს, გაიმეოროს ოსლოს შეცდომა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, ომის დასრულების შემდეგ ღაზა მართონ ისეთმა ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერს ტერორს.

„არ შეიძლება, რომ ჩვენი მოქალაქეების და მებრძოლების უზარმაზარი მსხვერპლის შემდეგ ჩვენ დავუშვათ ღაზაში ისინი, ვინც ასწავლის, მხარს უჭერს ტერორს, აფინანსებს ტერორს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.