ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანელები ტირანიის უღელს როდესაც მოიშორებენ, აშშ და ისრაელი მათ გვერდით იქნებიან, ჩვენ თეირანის ტირანებს ვესხმით თავს, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ირანელები ტირანიის უღელს მოიშორებენ, აშშ და ისრაელი მათ გვერდით იქნებიან, – ამის შესახებ მა ბეით შემეშში ვიზიტისას ისაუბრა, სადაც ირანულ რაკეტას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
მისი განცხადებით, დღე, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი შეძლებს, მოიშოროს ტირანიის უღელი, ახლოსაა. „როდესაც ეს დღე დადგება, ისრაელი და აშშ იქ იქნებიან“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ირანი მოიპოვებს ბირთვულ შეიარაღებას და მისი გამოყენების საშუალებებს, ეს საფრთხე იქნება კაცობრიობისთვის. „ჩვენ ვმოქმედებთ საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვიცავთ უამრავ სხვას. ჩვენ თეირანის ტირანებს ვესხმით თავს, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.