ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მმართველობა ისრაელის ხელში იქნება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მმართველობა ისრაელის ხელში იქნება

პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მმართველობა ისრაელის ხელში იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ებრაულ ვებგვერდ „არუც 7“-თან ინტერვიუში განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელისთვის სამი მტკიცე პირობა არსებობს – არც ერთი ახალმოსახლე არ დატოვებს საცხოვრებელს, უსაფრთხოების კუთხით მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელი სუვერენულია და ისრაელი იერუსალიმს არ დაყოფს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მიიღებს აშშ-ის ახალ სამშვიდობო გეგმას, თუ მასში ახალმოსახლეების ან ახალი დასახლებების გაყვანა და აღება იქნება მოცემული.

6 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელმა სუვერენიტეტი შესაძლოა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაავრცელოს.