ბენიამინ ნეთანიაჰუ - მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში.

ამის შესახებ მან ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავასრულებთ „ჰამასის“ ბატალიონების განადგურებას, მათ შორის, რაფაჰში. მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეგვაჩერებს ჩვენ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრი ძალა ცდილობს ამის გაკეთებას, თუმცა უშედეგოდ.

მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ რაფაჰის სამხედრო ოპერაციის ვადა განსაზღვრულია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება ის.

ისრაელის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლების მიზანია მძევლების დაბრუნება, „ჰამასის“ განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.