ბენიამინ ნეთანიაჰუ - მჯერა, დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობით ახლო აღმოსავლეთის სახეს კიდევ მეტად შევცვლით და შევცვლით უკეთესობისკენ
მჯერა, რომ დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობით ახლო აღმოსავლეთის სახეს კიდევ მეტად შევცვლით და შევცვლით უკეთესობისკენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში გამგზავრებამდე განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ის ფაქტი, რომ ის პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, არის ისრაელ-ამერიკული ალიანსის სიძლიერისა და პირადი მეგობრობის ჩვენება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი შეხვედრები აშშ-ის დედაქალაქში უკავშირდება ისრაელის და რეგიონის მნიშვნელოვან, კრიტიკულ საკითხებს – გამარჯვებას „ჰამასზე“, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ირანულ ტერორისტულ ღერძთან გამკლავებას მის ყველა კომპონენტში.
„ომში მიღებულმა ჩვენმა გადაწყვეტილებებმა უკვე შეიცვალა ახლო აღმოსავლეთის სახე. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა და ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობამ გადააკეთეს რუკა. მჯერა, რომ დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობით მას კიდევ მეტად შევცვლით და შევცვლით უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება, გავაფართოოთ მშვიდობის წრე და მივაღწიოთ მშვიდობის მნიშვნელოვან ეპოქას ძალის მეშვეობით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.