ბენიამინ ნეთანიაჰუ მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში სოროსის დაფინანსებულ ორგანიზაციას ადანაშაულებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში სოროსის დაფინანსებულ ორგანიზაციას ადანაშაულებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში ჯორჯ სოროსის დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს. Jerusalem Post-ის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ შეთანხმებას უნდა უზრუნველეყო ათასობით აფრიკელი მიგრანტის ისრაელიდან დეპორტაცია.

„ახალი ისრაელის ფონდისა და ევროკავშირის წყაროების მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის შემდეგ, რუანდამ შეთანხმება შეწყვიტა და უარი თქვა ინფილტრატორთა შთანთქმაზე, რომლებსაც ისრაელიდან ძალით გაუშვებენ“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, „ახალი ისრაელის ფონდი“ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც ფულს ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობებისგან და ორგანიზაციაებისგან იღებს.