ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხვალ ისრაელისთვის მძიმე დღე იქნება, სახლში ვაბრუნებთ მძევლების ცხედრებს, ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს
„ჰამასი“ ისრაელს 20 თებერვალს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ხვალ ისრაელის სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე დღე იქნება. შოკის მომგვრელი, მწუხარების დღე. ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენი საყვარელი, დაღუპული მძევლების ცხედრებს. ჩვენ ვხედავთ ვისთან, რასთან, რა მონსტრებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვგლოვობთ, გვტკივა, მაგრამ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
„ჰამასი“ ხვალ ისრაელს ბიბასების ოჯახის სამი წევრის ცხედრებს გადასცემს, რომელიც დაჯგუფებამ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა. ხოლო მეოთხე გარდაცვლილი მძევალია ოდედ ლიფშიცი.