ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯერ მოდის ძალა, შემდეგ - მშვიდობა, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება, სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, აშშ-ის გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯერ მოდის ძალა, შემდეგ - მშვიდობა, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება, სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, აშშ-ის გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას

ჯერ მოდის ძალა და შემდეგ მოდის მშვიდობა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული, რითიც ის აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას ეხმაურება.

„პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის გზით“. ჯერ მოდის ძალა და შემდეგ მოდის მშვიდობა. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და აშშ-მა იმოქმედეს დიდი ძალით“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ნეთანიაჰუს შეფასებით, ტრამპის გაადწყვეტილება, დარტყმები განახორციელოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ისტორიას შეცვლის.

„გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება, სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, შეერთებული შტატების გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-მა დაასრულა წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე.