ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელისთვის ასადის რეჟიმი პრობლემა არასდროს ყოფილა

18:22, 12.07.2018

ისრაელი ბაშარ ასადს ხელს არ შეუშლის აღადგინოს კონტროლი, თუმცა საფრთხის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას იტოვებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სირიაში არ შეიჭრება, თუ არსებული შეთანხმებები ძალაში დარჩება.

„ისრაელისთვის ასადის რეჟიმი პრობლემა არ ყოფილა. 40 წლის განმავლობაში გოლანის მაღლობების მიმართულებით არც ერთი ტყვია არ გასროლილა. რამაც შეგვაწუხა, იყო „დაეში“ და „ჰეზბოლა“. მთავარია მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც ჩვენი წინააღმდეგია. ასევე მთავარია სირიის ტერიტორიიდან ირანელების გასვლა“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.

მსგავსი