ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება, ომი არ დასრულებულა

21:36, 09.07.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში, უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩრდილოეთის მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანის საკითხზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა არ ექნება.

„შეთანხმებით თუ მის გარეშე, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ რეგიონში საფრთხეები კვლავ არსებობს და ისრაელი ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება.

„ომი არ დასრულებულა. ძველ გამოწვევებთან ერთად ახალი საფრთხეებიც ჩნდება. ძველი ალიანსები იშლება და ახალი ყალიბდება. ჩვენ ერთი რამ ვიცით – ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერები უნდა ვიყოთ”,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი