ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე კონსენსუსის მისაღწევად მცდელობები გრძელდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე კონსენსუსის მისაღწევად მცდელობები გრძელდება

ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე კონსენსუსის მისაღწევად მცდელობები გრძელდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ კანონპროექტი მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა მიიღოს, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

როგორც „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები ორშაბათს კენჭს უყრიან სასამართლო რეფორმის პირველ ნაწილს, ე.წ. გონივრულობის კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში სასამართლო დაბლოკავს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ან დანიშვნებს, რომლებსაც ის „არაგონივრულად“ მიიჩნევს.

„ამ მომენტებშიც კი ძალისხმევა მიმდინარეობს კონსენსუსის მისაღწევად. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ეს მცდელობები წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდება, კოალიციის კარი ოპოზიციისთვის ყოველთვის ღია დარჩება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პარალელურად, ისრაელში მომიტინგეებმა გადაკეტეს გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდეს.