ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორისტებს ებრძვის და ამას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორისტებს ებრძვის და ამას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს

დღეს ჩვენ სამყარო თავდაყირა ვიხილეთ, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჰააგის სასამართლომ განიხილა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ტერორისტებსა და სიცრუეს ებრძვის და ამას სრულ გამარჯვებამდე განაგრძობს.

„ისრაელს ბრალს სდებენ გენოციდში იმ დროს, როდესაც ის ებრძვის გენოციდს. ისრაელი ებრძვის მკვლელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს საზარელი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის შემდეგ და ახლა ვიღაც ამის დასაცავად მოდის ჰოლოკოსტის სახელით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, ქვეყნის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის თავიდან ასაცილებლად.

„სად იყო სამხრეთ აფრიკა, როდესაც მილიონობით ადამიანი მოკლეს ან განდევნეს თავიანთი სახლებიდან სირიასა და იემენში? ეს ვინ ჩაიდინეს? – „ჰამასის“ პარტნიორებმა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.