ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მზად არის, უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობა განიხილოს

12:21, 20.08.2019

ისრაელი მზად არის, უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობა განიხილოს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთი საკითხების განსახილველად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ უკრაინის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუ უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის თემა განიხილა.

მსგავსი