ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მძევლების დაბრუნების მიზანს მალე მიაღწევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „მალე მიაღწევს“ მძევლების დაბრუნების მიზანს. ამის შესახებ მან კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.
შეხვედრას ასევე ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
„ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩვენი საომარი მიზნების მისაღწევად. ამ საომარი მიზნებიდან ერთ-ერთი ცენტრალურია მძევლების დაბრუნება, ყველა მძევლის, ცოცხლებისა და გარდაცვლილების. და ჩვენ მალე მივაღწევთ ამ მიზანს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელი ამას ვერ მიაღწევდა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის არაჩვეულებრივი დახმარების გარეშე.
„ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ჩვენს გუნდთან ერთად. და ვფიქრობ, რომ ეს და ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობაა, შევიდნენ ღაზაში და გააერთიანეს სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლა, რამაც „ჰამასის“ იზოლირება მოახდინა და ამ ეტაპამდე მიგვიყვანა“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.