ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ირანსა და ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს არ შეაქმნევინებს

11:21, 06.09.2018

ისრაელი ირანსა და ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს არ შეაქმნევინებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ ირანმა ისრაელის მახლობლად ან შორეულ ადგილებში მაღალი სიზუსტის იარაღი არ აწარმოოს.

„ისრაელი აქტიური იქნება ყველგან, სადაც ირანის აქტივობა შეიმჩნევა”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მსგავსი