ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აშშ-ირანის შეთანხმების მონაწილე მხარე არ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და მოსალოდნელი შეთანხმების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელი აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარე არ არის.
„მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუმ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ ვალდებულებისთვის, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის გამდიდრებული ბირთვული მასალის განადგურებას, სარაკეტო წარმოების შეზღუდვას და რეგიონში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების დახმარების შეწყვეტას”, – აღნიშნულია განცხადებაში.