ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა იემენში რაკეტების განთავსება დაიწყო, რომ ისრაელზე თავდასხმები განახორციელოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა იემენში რაკეტების განთავსება დაიწყო, რომ ისრაელზე თავდასხმები განახორციელოს

ირანმა იემენში რაკეტების განთავსება დაიწყო, რომ ისრაელზე თავდასხმები განახორციელოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი უკვე ცდილობს მიიღოს მაღალი სიზუსტის იარაღი ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სამიზნის გასანადგურებლად.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, რაკეტების ირანში წარმოებს და თეირანს სურს შეიარაღება ერაყში და სირიაში განათავსოს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადებები აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან შეხვედრისას გააკეთა.

მნუჩინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს. ნეთანიაჰუმ ვაშინგტონს მოუწოდა ირანის შესაჩერებლად დამატებითი სანქციები დააწესოს.