ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა და მოუწოდა მათ, წინ აღუდგნენ, ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.
„მინდა, ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ. ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში გჩაგრავდათ, ჩვენ ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ისრაელის ოპერაციის მიზანია ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღკვეთა და ჩვენი მიზნების მიღწევით გზას გიხსნით თქვენ, თქვენი მიზნების მისაღწევად – რაც თავისუფლებაა. ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი მეთაურობა, წამყვანი ბირთვული მეცნიერები და ურანის გამდიდრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები. ასევე, ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი. უფრო მეტი გზაშია. რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა ელოდება. დადგა დრო ირანელი ხალხისთვის, გაერთიანდეთ დროში გარშემო და აღდგეთ თქვენი თავისუფლებისთვის. ეს არის თქვენი შანსი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.
Prime Minister Benjamin Netanyahu:
To the proud people of Iran,
We are in the midst of one of the greatest military operations in history, Operation Rising Lion.
The Islamic regime, which has oppressed you for almost 50 years threatens to destroy our country, the State of Israel. pic.twitter.com/F67bxcDitL— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 13, 2025