ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის „დასრულებისთვის“ მზად არის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში თეირანი „წარმოუდგენლად ძლიერ დარტყმას“ მიიღებს.
„ჩვენ უზარმაზარი მიღწევები გვაქვს. ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ შედეგებს და მოვიშორეთ ეგზისტენციალური საფრთხე. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ატომური ბომბებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და უდიდესი ძალით დავარტყით ირანულ ღერძს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თავი და მზად ვართ, დავარტყათ ჩვენს მტრებს. მივმართავ ჩვენს მტრებს: ჩვენთან თამაში არ ღირს. ამ ერმა იცის, როგორ გაერთიანდეს განსაცდელის მომენტებში და ის ამჟამად ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, ზოგი კი ამბობს, რომ მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„მიღწევები უზარმაზარია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ, რაც უნდა დავასრულოთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ რეჟიმის დამხობას.
მისი დასასრული ახლოვდება“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.