ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიწვიოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიწვიოს

ირანის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ირანის აგრესიას უნდა შეეწინააღმდეგოს.

შეკითხვას, გადაიზრდება თუ არა ისრაელ-ირანის კონფლიქტი ომში, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ირანის ხელმძღვანელობის მიმართ ბრალდებებით უპასუხა.

„არავის სურს მოვლენების ასეთი განვითარება. მხოლოდ ირანი ცდილობს რეგიონში თამაშის წესების შეცვლას. მხოლოდ ის ავლენს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ აგრესიას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.