ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი, წლებია, მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ, ამიტომ ისრაელი მოქმედებს ირანის წინააღმდეგ როგორც თავდაცვითი კუთხით, ასევე შეტევაში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი, წლებია, მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ, ამიტომ ისრაელი მოქმედებს ირანის წინააღმდეგ როგორც თავდაცვითი კუთხით, ასევე შეტევაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იმოქმდებს ირანის წინააღმდეგ თავის დასაცავად, რადგან ეს ქვეყანა, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს.

„წლებია, ირანი მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ პირდაპირ და თავისი მარიონეტების მეშვეობით. ამიტომ ისრაელი მოქმედებს ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ როგორც თავდაცვითი კუთხით, ასევე შეტევაში. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ თავი და ვიმოქმედებთ მარტივი პრინციპის მიხედვით. ვინც ზიანს მოგვაყენებს ან ამას გეგმავს, ჩვენ მას მივაყენებთ ზიანს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელს არ აუღია პასუხისმგებლობა მიმდინარე კვირას დამასკოში ირანის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე.