ბენიამინ ნეთანიაჰუ - იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ირანის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელი ლიკვიდირებულია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ირანის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელი ლიკვიდირებულია

ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ირანის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელი ლიკვიდირებულია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას ცდილობდა და მათი სამიზნე ისრაელის მოქალაქეები არიან.
როგორც ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტერორისტული ქსელის საქმიანობას ირანის დაზვერვის სამსახური მფარველობდა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში დასავლეთ სანაპიროზე დააკავეს ჰებრონის 29 წლის მცხოვრები, რომელიც ირანის დაზვერვის მიერ იყო გადაბირებული. დაკავებულია მისი ორი თანამზრახველიც.

„ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ აღნიშნული პირი მისი სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას გადაიბირეს. ის დასავლეთ სანაპიროზე ჯაშუშური ქსელის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. რომლის საქმიანობაც ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული”, – ნათქვამი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.