ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმედი მაქვს, ღაზაში მყოფი ყველა მძევალი მომდევნო დღეებში სახლში დაბრუნდება, მეორე ეტაპზე „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ღაზაში მყოფი ყველა მძევალი მომდევნო დღეებში სახლში დაბრუნდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც და მადლობა გადაუხადა ისრაელის სამხედრო მხარდაჭერისთვის.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფი ეგვიპტეში გაგზავნა, რათა მძევლების გათავისუფლების შესახებ ტექნიკური დეტალები საბოლოოდ შეთანხმდეს.
ნეთანიაჰუს თქმით, სწორედ დიპლომატიურმა და სამხედრო ზეწოლამ აიძულა „ჰამასი“, გაეთავისუფლებინა ღაზაში მყოფი მძევლები.
„მეორე ეტაპზე „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება – მარტივი გზით, ან რთული გზით, მაგრამ ეს მიზანი მიიღწევა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.