ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებს შეხვდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, მეუღლესთან ერთად, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებს შეხვდა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ შეხვედრისას.

მისი თქმით, მძევლების გათავისუფლება მიმდინარე ომის ერთ-ერთი მიზანია.

„ეს ძალისხმევა არა მარტო არ შეჩერებულა, არამედ გრძელდება, და გრძელდება კიდევ უფრო აქტიურად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.