ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მძევლების ვიდეოს „სასტიკ ფსიქოლოგიურ პროპაგანდას“ უწოდებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მძევლების ვიდეოს „სასტიკ ფსიქოლოგიურ პროპაგანდას“ უწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მძევლების ვიდეოს „სასტიკ ფსიქოლოგიურ პროპაგანდას“ უწოდებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავრობა ყველაფერს აკეთებს მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენი გული თქვენთანაა და ყველა სხვა მძევალთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გატაცებული და დაკარგული სახლში მოვიყვანოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

„ჰამასმა“ პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ ვიდეოში ნაჩვენები მოქალაქეები დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და იელენა ტრუპანობი არიან.