ბენიამინ ნეთანიაჰუ - გვსურს ურთიერთობების დამყარება სირიის ახალ რეჟიმთან, მაგრამ თუ ეს რეჟიმი დაუშვებს ირანის ხელახლა დამკვიდრებას სირიაში, მძიმე ფასს გადავახდევინებთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიის ახალ რეჟიმს აფრთხილებს, რომ ირანის ხელახალი გავლენის შემთხვევაში საპასუხო რეაქცია ექნებათ.
„ჩვენ არ ვაპირებთ სირიის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, მე დავამტკიცე საჰაერო ძალების მიერ სირიის სამხედროების მიერ დატოვებული სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების დაბომბვა, რათა ისინი ჯიჰადისტების ხელში არ აღმოჩნდეს. ეს მსგავსია იმისა, რაც ბრიტანულმა საჰაერო ძალებმა გააკეთეს, როდესაც დაბომბეს ვიშის რეჟიმის ფლოტი, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობდა, რათა ის ნაცისტების ხელში არ ჩავარდნილიყო. ჩვენ გვსურს ურთიერთობების დამყარება სირიის ახალ რეჟიმთან, მაგრამ თუ ეს რეჟიმი დაუშვებს ირანის ხელახლა დამკვიდრებას სირიაში, ან დაუშვებს ირანული იარაღის, ან ნებისმიერი სახის იარაღის გადაცემას „ჰეზბოლასთვის“, ან თავს დაგვესხმება – ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ და მძიმე ფასს გადავახდევინებთ; რაც წინა რეჟიმს დაემართა, იგივე დაემართება ამასაც”, – თქვა ნეთანიაჰუმ.