ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზას სექტორში ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი სარაკეტო თავდასხმებზე მკაცრი რეაგირება გვექნება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზას სექტორში ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი სარაკეტო თავდასხმებზე მკაცრი რეაგირება გვექნება

ღაზის სექტორში ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი სარაკეტო თავდასხმებზე მკაცრი რეაგირება გვექნება, – ამის შესახებ  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა.

ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ნეთანიაჰუ დღეს ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე დასახლებების ლიდერებს შეხვდა.

შეგახსენებთ, ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი სარაკეტო იერიშები უკვე მეორე კვირაა, გრძელდება. სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 312 დაშავდა, ხოლო ღაზას სექტორში გარდაცვლილია 212 ადამიანი.