ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ისრაელ-პალესტინას კონფლიქტის მოგვარების გზები იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს გერმანია-ისრაელის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, ასევე გერმანიის მიერ ისრაელის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის შესახებ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან კი ისრაელის პრემიერი ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი მაჰმუდ აბასს შეხვდა. გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი პირველი ოფიციალური აუდიენცია ქალაქ რამალაში შედგა. მათივე ცნობით, მხარეებმა რეგიონში სამშვიდობო პროცესზე და ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებზე ისაუბრეს.