ბენიამინ ნეთანიაჰუ - გამარჯვებას თვეები დასჭირდება, მაგრამ ომი გაგრძელდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - გამარჯვებას თვეები დასჭირდება, მაგრამ ომი გაგრძელდება

გამარჯვებას თვეები დასჭირდება, მაგრამ ომი გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის მიღწევა. ჩვენ მიზნად გვაქვს სრული გამარჯვება – არა მხოლოდ „ჰამასისთვის“ დარტყმა, არა მხოლოდ „ჰამასის“ დაზიანება, არამედ სრული გამარჯვება „ჰამასთან““, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, ვიდრე არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ღაზა ვეღარასდროს იქნება საფრთხე ისრაელისთვის. არ იარსებებს პარტია, რომელიც ასწავლის ტერორს, დააფინანსებს ტერორს, გამოაგზავნის ტერორისტებს ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის შეჩერება ვერ მოხდება, რადგან ეს სისუსტის სიგნალებს გაუგზავნის ისრაელის მტრებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ კმაყოფილდება ისრაელი ირანის მარიონეტებზე თავდასხმით და არ ესხმის თავს პირდაპირ ირანს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ისრაელი პირდაპირ ესხმის თავს ირანს.

„ვინ ამბობს, რომ ჩვენ არ ვესხმით თავს ირანს? ჩვენ ვუტევთ ირანს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.