ბენიამინ ნეთანიაჰუ „ფლაიდუბაის“ რეისთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ასევე უახლოეს საათებში დონალდ ტრამპს გაესაუბრება

22:21, 30.09.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუბარი შეეხო „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარ ინციდენტს.

ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, უახლოეს საათებში ამ საკითხზე ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც გაესაუბრება.

ცნობისთვის, ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დუბაიდან – თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი – თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში,  ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

მსგავსი